




О компании
შ.პ.ს «ექსპერტიზა» დაარსდა 2012 წლის 8 ნოემბერს. ამ ხნის მანძილზე ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სამშენებლო საპროექტო, კვლევითი, საზედამხედველო საქმიანობა.
2012 წლიდან დღემდე ორგანიზაციამ შეიძინა საკმაოდ დიდი გამოცდილება და დაკომპლექტდა კვალიფიციური პერსონალით. ორგანიზაციას აქვს მიღებული მონაწილეობა რამდენიმე მსხვილმასშტაბიან პროექტში. , ასევე შ.პ.ს «ექსპერტიზა»-ს გაფორმებული აქვს მემომრანდუმი უმაღლეს სასწავლებლებთან: ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (გაუ), საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან
ორგანიზაციამ მიზნად დაისახა გამხდარიყო აკრედიტირებული A -ტიპის ინსპექტირების ორგანო და 2018 წლის 10 ივლისს შ.პ.ს «ექსპერტიზა»-მ დასახულ მიზანს მიაღწია.
დღეისათვის ორგანიზაცია აკრედიტირებულია შემდეგ სფეროებში:
- ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება;
- ობიექტის სამსენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება;
- ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის, შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოების ინსპექტირება;
- სამშენებლო ობიექტის პროექტის ან პროექტის ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება, მათ შორის: საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა; კონსტრუქციული ნაწილი.
სამომავლო გეგმებიდან გამომდინარე მიმდინარეობს აქტიური სამუშაო პროცესი დამატებით სფეროებში აკრედიტაციის მოსაპოვებლად.