FAQ’s

ჩვენ ვართ A ტიპის სამშენებლო სფეროში აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანო, რომელსაც ყავს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალი ეგრეთ წოდებული “ექსპერტები”.

ჩვენი საქმიანობა მოიცავს ინსპექტირებას სამშენებლო სფეროებში, რომელიც წარმოდგენილია ჩვენი სერვისების ჩამონათვალში.

ინსპექტირების საფასური გამომდინარეობს ინსპექტირების ორგანოში დამტკიცებული ტარიფების მიხედვით და ტარიფის ცვლილება დამოკიდებულია ობიექტის ღრებულებაზე, მოცულობაზე, სამუშაოების სპეციფიკაზე ან მხარეთა შორის მოლაპარაკებაზე.

ვადები მერყეობს 1 დღიდან და შესაძლოა გაგრძელდეს მომსახურება 1 კვირა, 1თვე, 2 თვე და მეტიც გააჩნია სირთულეს და ინსპექტირების ორგანოს წინაშე დასმულ დავალებას.

A ტიპის სამშენებლო სფეროში აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანო არ ატარებს საპროექტო სამუშაოებს, ჩვენი მოვალეობაა ინსპექტირება ჩავუტაროთ დამკვეთის მიერ მოწოდებულ საპროექტო დოკუმენტაციას, დამტკიცებული აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში.

ინსპექტირების ანაზღაურება არ არის დამოკიდებული ინსპექტირების შედეგებზე. დამკვეთი თანხას იხდის ინსპექტირების მიერ გატარებულ მომსახურებაში, აგრეთვე მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ და სანდო შედეგში.

კი, შეგვიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ რა დოკუმენტაცია არის აუცილებელი საწყის ეტაპზე.

თავად ლეგალიზაცია/ექსპლუატაციის საკითხი ეხება კონკრეტულ საჯარო დაწესებულებას: მერიას, საჯარო რეესტრს და სხვას, რომელსაც აღნიშნულის ბერკეტი გააჩნია, მაგრამ უშუალოდ შენობის ექსპლუატაციაში მისაღებად შეგვიძლია ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება ჩავუტაროთ ობიექტს, თუ აღნიშნული შეესაბამება ინსპექტირების ორგანოს დამტკიცებულ სფეროს.

შეგვიძლია გავაკეთოთ უშუალოდ პროექტის კონსტრუქციული ნაწილის სფეროს შესაბამისად.