შესრულებული სამუშაოთა აქტების (ფორმა №2) ინსპექტირება დამკვეთის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად შესაძლებელია მოიცავდეს:
- წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების და და მათი მოცულობის შედარებას ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან, მის მოცულობებთან, ხარჯთაღრიცხვასთან, ფარული სამუშაოების აქტებთან, საკონტროლო აზომვების ჩატარებას და ფოტოფიქსაციას.
- შესრულებული სამუშაოების აქტებში წაროდგენილი მასალების ხარჯის, შრომითი რესურსების, მანქანა-დანადგარების, მექანიზმების ღირებულების, მისი გამოყენების შესაბამისობების დადგენა პროექტთან ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და ნორმატივებთან მიმართებაში.
- შესრულებულ სამუშაოთა აქტებში მოცემული მასალების, ხელფასების, მანქანა- მექანიზმების, დანადგარების ხარჯების შედარება ხარჯთაღრიცხვასთან და სხვა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან.
- შესრულებულ სამუშაოთა აქტებში წარმოდგენილი დანახარჯების, მათ შორის შრომის ანაზღაურების, მანქანა- მექანიზმების, დანადგარების შედარებას საბაზრო ფასებთან.
- შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებში წარმოდგენილი ყველა სახის დანარიცხების შეფასებას და შედარებას საბაზრო მაჩვენებლებთან.