FAQ’s
დიახ. ჩვენ ვართ სამშენებლო სფეროში A ტიპის აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო. ინსპექტირებას ატარებენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები — ინსპექტორები, ანუ ექსპერტები.
დიახ, აკრედიტაციის ხუთ სფეროში: შესრულებული სამუშაოები (ფორმა №2), ხარჯთაღრიცხვა, ტექნიკური მდგომარეობა, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა და პროექტის კონსტრუქციული ნაწილი. სრული ჩამონათვალი იხილეთ სერვისების გვერდზე.
ფასი განისაზღვრება ინსპექტირების ორგანოს დამტკიცებული ტარიფებით და დამოკიდებულია ობიექტის ღირებულებაზე, სამუშაოს მოცულობასა და სპეციფიკაზე. ზუსტ ფასს დოკუმენტაციის ნახვის შემდეგ გეტყვით.
მარტივ საკითხზე შეიძლება ერთ დღეში დასრულდეს, რთულ ობიექტებზე კი — რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. ვადას დავალების სირთულე განსაზღვრავს, და მას წინასწარ შეგითანხმებთ.
არა. A ტიპის ინსპექტირების ორგანო პროექტირებას არ ეწევა. ჩვენ ვაფასებთ დამკვეთის მიერ წარმოდგენილ საპროექტო დოკუმენტაციას, აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში.
არა. ანაზღაურება არ არის დამოკიდებული ინსპექტირების შედეგზე. თქვენ იხდით მომსახურებაში — მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ და სანდო შეფასებაში.
დაგვიკავშირდით და გეტყვით, რა დოკუმენტებია საჭირო თქვენს შემთხვევაში. ჩვეულებრივ ესაა პროექტი, ხარჯთაღრიცხვა ან შესრულებული სამუშაოების აქტი.
ლეგალიზაციასა და ექსპლუატაციაში მიღებას შესაბამისი საჯარო უწყებები (მერია, საჯარო რეესტრი და სხვ.) ახორციელებენ. ჩვენ შეგვიძლია შენობის ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება ჩავატაროთ, რაც ექსპლუატაციაში მისაღებად ხშირად საჭიროა.
ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება ამოწმებს, შეესაბამება თუ არა ხარჯთაღრიცხვა პროექტს, ნორმებს და საშუალო საბაზრო ფასებს. ასე ჩანს გაზრდილი ფასები და ზედმეტი მოცულობები სამუშაოების დაწყებამდე.
ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირებისას ვაფასებთ მზიდი კონსტრუქციების მდგომარეობას და მდგრადობას: ბზარებს, დეფორმაციებს და შენობის უსაფრთხოებას ექსპლუატაციისთვის, დაშენებისთვის ან რეკონსტრუქციისთვის.