ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება გულისხმობს შენობა-ნაგებობებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრუქტურული მდგომარეობის დეტალურ შეფასებას. ინსპექტირება ხორციელდება დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად და მოიცავს კონსტრუქციული ელემენტების ვიზუალურ და ინსტრუმენტულ გამოკვლევას, დაზიანებების გამოვლენას, მათი გავრცელების მასშტაბისა და რისკების დადგენას.

ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზის პროცესში ტარდება შემდეგი სამუშაოები: ნაგებობის საძირკვლის, კოლონების, თაროებისა და გადახურვის ელემენტების დაზიანებების შეფასება; სამშენებლო მასალების მდგომარეობის ინსპექტირება; ნაპრალების, კოროზიის, დეფორმაციისა და ჩამოშლის ნიშნების ანალიზი. გამოიყენება საკონტროლო აზომვები, ფოტოფიქსაცია და საჭიროების შემთხვევაში არადესტრუქციული ტესტირების მეთოდები.

შეფასება ეფუძნება მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს და მიზნად ისახავს შენობის ექსპლუატაციის ვარგისიანობის, უსაფრთხოების და სარეაბილიტაციო საჭიროებების დადგენას. ანგარიშში დეტალურად აისახება ინსპექტირების შედეგები, რეკომენდაციები და ინჟინერულ-ტექნიკური დასკვნა.

ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა ხშირად აუცილებელია ავარიული შენობების შეფასებისას, რემონტამდე ან რეკონსტრუქციის დაწყებამდე, საკუთრების გადაფორმებისას, სადაზღვევო შემთხვევებისას და საჯარო ან კერძო ინფრასტრუქტურის შემოწმებისას.

ყველა სერვისი

შესრულებული სამუშაოთა აქტების (ფორმა №2) ინსპექტირება

ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობა/ინსპექტირება

ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება

ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება

საპროექტო დოკუმენტის ან მისი ცალკეული ნაწილის ინსპექტირება

კონსტრუქციული პროექტი

საინჟინრო გეოლოგიური კვლევა/დასკვნა

სერვისის შეკვეთა