საპროექტო დოკუმენტაციის ან მისი ცალკეული ნაწილის ინსპექტირება ხორციელდება დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად და მოიცავს წარმოდგენილი არქიტექტურული, კონსტრუქციული, საინჟინრო (გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, წყალმომარაგება-კანალიზაცია, ელექტრომომარაგება, სუსტი დენები და ა.შ.) პროექტების შეფასებას სამშენებლო ნორმებთან, უსაფრთხოების მოთხოვნებთან და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

ინსპექტირების ფარგლებში ხდება საპროექტო ნახაზების, ტექნიკური სპეციფიკაციების, ხარჯთაღრიცხვებისა და დამხმარე დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი. დგინდება თითოეული ელემენტის ტექნიკური სიზუსტე, გამოსაყენებელი მასალების, მოცულობებისა და პროექტში მოცემული გადაწყვეტილებების შესაბამისობა სამშენებლო სტანდარტებთან და ობიექტის სპეციფიკასთან.

მოსაზრებებში ასევე აისახება შესაძლო ტექნიკური ხარვეზები, დაუზუსტებლობები, ეკონომიური ან ტექნოლოგიური არამიზანშეწონილობა და რიგ შემთხვევაში პროექტის გაუმჯობესების რეკომენდაციები. ინსპექტირების პროცესში შესაძლებელია განხორციელდეს საკონტროლო გამოთვლები, ანალიზის მოდელირება და საჭიროებისამებრ ექსპერტული დასკვნის შედგენა.

საპროექტო დოკუმენტაციის ინსპექტირება მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის სამშენებლო პროცესში – განსაკუთრებით ტენდერებში მონაწილეობისთვის, პროექტის საბოლოო დამტკიცებისთვის ან დამოუკიდებელი მესამე მხარის შეფასების მიზნით.

ყველა სერვისი

შესრულებული სამუშაოთა აქტების (ფორმა №2) ინსპექტირება

ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობა/ინსპექტირება

ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება

ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება

საპროექტო დოკუმენტის ან მისი ცალკეული ნაწილის ინსპექტირება

კონსტრუქციული პროექტი

საინჟინრო გეოლოგიური კვლევა/დასკვნა

სერვისის შეკვეთა