საინჟინრო გეოლოგიური კვლევა წარმოადგენს სამშენებლო ობიექტისთვის საძირკვლის შესაბამისობისა და მიწისქვეშა პირობების დეტალურ შესწავლას, რაც აუცილებელია კონსტრუქციული პროექტირებისა და უსაფრთხო მშენებლობის უზრუნველსაყოფად. კვლევა ხორციელდება საერთაშორისო და ეროვნული სამშენებლო ნორმების შესაბამისად და მოიცავს როგორც საველე, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებს.

საველე სამუშაოების ფარგლებში ტარდება ბურღვითი და ჩაღრმავებითი სამუშაოები, ინსიტუ ტესტირება (მაგ. SPT, DPL), ნიმუშების ამოღება და მათი აღწერა. შემდგომ ეტაპზე ხორციელდება ლაბორატორიული ანალიზი: მარცვლოვანი შემადგენლობა, ტენიანობა, სიმკვრივე, შეკუმშვადობა, გაწოვადობა, ფენების მექანიკური და ფიზიკური მახასიათებლების დადგენა.

მიღებული მონაცემების საფუძველზე მზადდება საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა, რომელიც მოიცავს:

  • ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების შეფასებას;

  • საძირკვლის ტიპის რეკომენდაციას;

  • მიწისქვეშა წყლების დონისა და რისკების ანალიზს;

  • მიწისძვრის საფრთხის და სტაბილურობის შეფასებას;

  • საძირკვლის გაშლის სიღრმისა და გამაგრების მეთოდების შეთავაზებას.

საინჟინრო გეოლოგიური კვლევა სავალდებულოა ახალი ობიექტების პროექტირებამდე, რეკონსტრუქციისას, მიწის ნაკვეთების განვითარებისას და სახელმწიფო ან კერძო საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას. სწორი გეოტექნიკური მონაცემები უზრუნველყოფს კონსტრუქციული გადაწყვეტილებების სიზუსტეს, საძირკვლის სწორ დაგეგმვას და ხარჯების ოპტიმიზაციას სამშენებლო პროცესში.

ყველა სერვისი

შესრულებული სამუშაოთა აქტების (ფორმა №2) ინსპექტირება

ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობა/ინსპექტირება

ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება

ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება

საპროექტო დოკუმენტის ან მისი ცალკეული ნაწილის ინსპექტირება

კონსტრუქციული პროექტი

საინჟინრო გეოლოგიური კვლევა/დასკვნა

სერვისის შეკვეთა