კონსტრუქციული პროექტი წარმოადგენს სამშენებლო ობიექტის სტრუქტურული სისტემის შემუშავებას, რომელიც ითვალისწინებს მისი მდგრადობის, სიმტკიცისა და უსაფრთხოების ყველა აუცილებელი პარამეტრის გათვალისწინებას. კონსტრუქციული პროექტირება ხორციელდება არსებული არქიტექტურული პროექტის, გეოლოგიური კვლევების, დატვირთვების ანალიზისა და მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე.

პროექტის ფარგლებში დგინდება შენობის კონსტრუქციული სქემა, არჩეულია შესაბამისი სამშენებლო მასალები (ბეტონი, ფოლადი, აგური და სხვ.), ტარდება სტატიკური და დინამიკური გამოთვლები, შერჩეულია კვანძები, საყრდენები, კონსოლები და სხვა ელემენტები. თითოეული ელემენტი იტესტება მოქმედი სამშენებლო ნორმების  შესაბამისად.

კონსტრუქციული პროექტის შემადგენლობაში შედის:

  • სამუშაო ნახაზები;

  • დეტალური გამოთვლები;

  • მასალებისა და ელემენტების სპეციფიკაციები;

  • მონტაჟისა და მშენებლობის რეკომენდაციები;

  • საჭიროებისამებრ BIM მოდელები ან სხვა თანამედროვე პროექტირების ფორმატები.

კონსტრუქციული პროექტი აუცილებელია ახალი ობიექტის მშენებლობის დაწყებამდე, არსებული შენობების რეკონსტრუქციისა თუ გამაგრების პროცესში, აგრეთვე ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციისთვის თანდართვისას. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ კრიტიკულ დოკუმენტს მშენებლობის ნებართვის მისაღებად და ინვესტორისა თუ ზედამხედველობის ორგანოსთვის ტექნიკური სანდოობის დასადასტურებლად.

ყველა სერვისი

შესრულებული სამუშაოთა აქტების (ფორმა №2) ინსპექტირება

ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობა/ინსპექტირება

ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება

ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება

საპროექტო დოკუმენტის ან მისი ცალკეული ნაწილის ინსპექტირება

კონსტრუქციული პროექტი

საინჟინრო გეოლოგიური კვლევა/დასკვნა

სერვისის შეკვეთა